თქვენ შეგიძლიათ იხილოთ

ადამიანის გენომი
ზოგადი საკითხები
მეცნიერული მიღწევები გენეტიკაში
გენეტიკა და ეთიკა
გენომის კვლევების პროგნოზი 21-ე საუკუნეში

დნმ-ს სტრუქტურა

რას შეისწავლის გენეტიკა?

გენეტიკა — მეცნიერება ორგანიზმის ცვალებადობისა და მემკვიდრეობითობის შესახებ. ბიოლოგიურ სხვა დარგებთან შედარებით გენეტიკა ახლად ჩამოყალიბებული მეცნიერებაა. მისი ფუძემდებელია გამოჩენილი ჩეხი მკვლევარი გრეგორ მენდელი (გრეგორ მენდელის შესახებ იხილე ვიკიპედიაზე მეტი)

რა არის დნმ?

 
დნმ ანუ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა რთული ბუნებრივი ნაერთია, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედები შეიცავს. დნმ-ს ყოველი ცალკეული უბანი განსაზღვრულ გენს შეესაბამება. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ანუ მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემაში, გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია და ცილებთან ერთად ქრომოსომების ნივთიერებას ქმნის. ქრომოსომებში არსებული დნმ სრულ ინფორმაციას შეიცავს როგორც უჯრედის, ისე მისი შემდგომი თაობების განვითარების შესახებ.

Sunday, June 6, 2010

გაიგე კლონირების შესახებ

კლონირების შესახებ


ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისი აღინიშნა სენსაციური ცნობით პირველი კლონირებული ბავშვის დაბადების შესახებ

კლონი - ეს არის ორგანიზმი ან ორგანიზმების ჯგუფი, რომლებიც მიიღება სხვა ორგანიზმიდან უსქესო გამრავლების გზით. ჩვეულებრივ, კლონის წევრები, მუტაციით გამოწვეული განსხვავებების გამოკლებით, იდენტურნი არიან მემკვიდრეობითი მახასიათებლების ანუ მათი გენების მიხედვით, მაგ. ერთი კვერცხუჯრედის გაყოფით გაჩენილი ტყუპები კლონის წევრებს წარმოადგენენ. კლონირების გზით მრავლდება ერთუჯრედიანი ორგანიზმების უმრავლესობა, ბევრი წყალმცენარე, ზოგიერთი საფუარა სოკო, ასევე ცხოველური ორგანიზმები (ბრტყელი ჭიები) და მცენარეები (ბაბუაწვერა). კლონირების გზით შეიძლება მიღებული იქნას იდენტური ტყუპი ცხოველები. ამისათვის ხდება საშვილოსნოდან მისი განვითარების ადრეულ სტადიაზე ჩანასახის ამოღება, გახლეჩა და თითოეული ნაწილის ჩანერგვა (იმპლანტაცია) სუროგატი დედის შიგნით. ამ გზით განხორციელებული იქნა თაგვებისა და ცხვრის კლონირება.
იხილე დაწვრილებით

No comments:

Post a Comment