Tuesday, June 8, 2010
Sunday, June 6, 2010
გაიგე კლონირების შესახებ
კლონირების შესახებ
ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისი აღინიშნა სენსაციური ცნობით პირველი კლონირებული ბავშვის დაბადების შესახებ
კლონი - ეს არის ორგანიზმი ან ორგანიზმების ჯგუფი, რომლებიც მიიღება სხვა ორგანიზმიდან უსქესო გამრავლების გზით. ჩვეულებრივ, კლონის წევრები, მუტაციით გამოწვეული განსხვავებების გამოკლებით, იდენტურნი არიან მემკვიდრეობითი მახასიათებლების ანუ მათი გენების მიხედვით, მაგ. ერთი კვერცხუჯრედის გაყოფით გაჩენილი ტყუპები კლონის წევრებს წარმოადგენენ. კლონირების გზით მრავლდება ერთუჯრედიანი ორგანიზმების უმრავლესობა, ბევრი წყალმცენარე, ზოგიერთი საფუარა სოკო, ასევე ცხოველური ორგანიზმები (ბრტყელი ჭიები) და მცენარეები (ბაბუაწვერა). კლონირების გზით შეიძლება მიღებული იქნას იდენტური ტყუპი ცხოველები. ამისათვის ხდება საშვილოსნოდან მისი განვითარების ადრეულ სტადიაზე ჩანასახის ამოღება, გახლეჩა და თითოეული ნაწილის ჩანერგვა (იმპლანტაცია) სუროგატი დედის შიგნით. ამ გზით განხორციელებული იქნა თაგვებისა და ცხვრის კლონირება.
იხილე დაწვრილებით

უახლესი ინფორმაცია კიბოს დაძლევის შესახებ
- აღმოჩენილია ვირუსი, რომელიც კლავს კიბოს უჯრედებს
იელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს ვირუსი, რომელიც ანადგურებს ტვინის სწრაფად პროგრესირებად, ავთვისებიან სიმსივნურ უჯრედებს. იხილე დაწვრილებით
- მეცნიერებმა აღმოაჩინეს კიბოს უჯრედების სისუსტე
მეცნიერებმა გენის-სკანირების ახალი მეთოდით იპოვეს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ახალი პოტენციური გზა იმ გენების დათრგუნვით, რომელიც საჭიროა სიმსივნური უჯრედების არსებობისთვის. მათ აღმოაჩინეს ადრე უცნობი გენი, რომელიც იცავს სიმსივნურ უჯრედებს თვითგანადგურების პროცესისაგან, რაც არ არის დამახასიათებელი ჯანმრთელი უჯრედებისთვის.
აღმოჩენა დაკავშირებულია გენის მუტაციასთან, რაც აღინიშნება კიბოს შემთხვევათა 30 %-ში და წარმოადგენს მიმზიდველ სამიზნეს პოტენციურად სასარგებლო და ხელსაყრელი მედიკამენტების წარმოებისთვის. ჩატარებული კვლევები მიუთითებს რნმ-ინტერფერენსის (რნმ-ი) გამოყენებით კიბოს წინაარმდეგ ბრძოლის სწრაფ და ეფექტურ ახალ გზაზე. იხილე დაწვრილებით
იცი თუ არა რომ?
- ძველი ბერძენი ფილოსოფოსები პირველნი შეეცადნენ მემკვიდრეობითობის არსის გარკვევას.
- სისხლის ჯგუფობრიობის სესწავლით ადგენენ ისტორიულ მიგრაციებს. მეტი
- ეკოლოგიური ფაქტორები ხელს უწყობენ ან ზღუდავენ სახეობების არსებობას კონკრეტულ გარემოში. იხილე მეტი
- ცხელი ჩაის სმა უკავშირდება კიბოს განვითარებას. იხილე მეტი
- შექმნილია ხელოვნური დნმ, რომელსაც კვლავწარმოებისა და ევოლუციის უნარი აქვს იხილე მეტი
- დიაბეტის რისკი დამოკიდებულია თეძოს გარშემოწერილობაზე. იხილე მეტი
- ძილის დროს ტვინი ”იწმინდება.” იხილე მეტი
გენეტიკა და მედიცინა
.სამედიცინო გენეტიკას აქვს მთელი მეთოდებისა,რომელითაც შესაძლებელია განისაზღვროს გარემოსა და მემკვიდრულ ფაქტორთა თანაფარდობის როლი ნიშნის ჩამოყალიბებაში.
პროექტი "ადამიანის გენომი" (Human Genome Project - HGP) დაიწყო 1990 წლიდან და გათვლილი იყო 15 წელზე. მის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის, როგორც ბიოლოგიური არსების ბუნების ახსნა და ადამიანის მემკვიდრეობითობის სრული გაშიფვრა, რაც შესაძლებელს გახდიდა მოძებნილიყო გასაღები მრავალი დაავადების მკურნალობისათვის.
დღეისათვის პროექტის რეალიზაციაში მიღწეულია სერიოზული პროგრესი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გადადგმულია მხოლოდ პირველი ნაბიჯები.
მეტი სამედიცინო გენეტიკისა და პროექტ ,,ადამიანის გენომის" შესახებ

Subscribe to:
Posts (Atom)