თქვენ შეგიძლიათ იხილოთ

ადამიანის გენომი
ზოგადი საკითხები
მეცნიერული მიღწევები გენეტიკაში
გენეტიკა და ეთიკა
გენომის კვლევების პროგნოზი 21-ე საუკუნეში

დნმ-ს სტრუქტურა

რას შეისწავლის გენეტიკა?

გენეტიკა — მეცნიერება ორგანიზმის ცვალებადობისა და მემკვიდრეობითობის შესახებ. ბიოლოგიურ სხვა დარგებთან შედარებით გენეტიკა ახლად ჩამოყალიბებული მეცნიერებაა. მისი ფუძემდებელია გამოჩენილი ჩეხი მკვლევარი გრეგორ მენდელი (გრეგორ მენდელის შესახებ იხილე ვიკიპედიაზე მეტი)

რა არის დნმ?

 
დნმ ანუ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა რთული ბუნებრივი ნაერთია, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედები შეიცავს. დნმ-ს ყოველი ცალკეული უბანი განსაზღვრულ გენს შეესაბამება. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ანუ მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემაში, გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია და ცილებთან ერთად ქრომოსომების ნივთიერებას ქმნის. ქრომოსომებში არსებული დნმ სრულ ინფორმაციას შეიცავს როგორც უჯრედის, ისე მისი შემდგომი თაობების განვითარების შესახებ.

Sunday, June 6, 2010

უახლესი ინფორმაცია კიბოს დაძლევის შესახებ

  • აღმოჩენილია ვირუსი, რომელიც კლავს კიბოს უჯრედებს

იელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს ვირუსი, რომელიც ანადგურებს ტვინის სწრაფად პროგრესირებად, ავთვისებიან სიმსივნურ უჯრედებს. იხილე დაწვრილებით

  • მეცნიერებმა აღმოაჩინეს კიბოს უჯრედების სისუსტე


    მეცნიერებმა გენის-სკანირების ახალი მეთოდით იპოვეს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ახალი პოტენციური გზა იმ გენების დათრგუნვით, რომელიც საჭიროა სიმსივნური უჯრედების არსებობისთვის. მათ აღმოაჩინეს ადრე უცნობი გენი, რომელიც იცავს სიმსივნურ უჯრედებს თვითგანადგურების პროცესისაგან, რაც არ არის დამახასიათებელი ჯანმრთელი უჯრედებისთვის.
    აღმოჩენა დაკავშირებულია გენის მუტაციასთან, რაც აღინიშნება კიბოს შემთხვევათა 30 %-ში და წარმოადგენს მიმზიდველ სამიზნეს პოტენციურად სასარგებლო და ხელსაყრელი მედიკამენტების წარმოებისთვის. ჩატარებული კვლევები მიუთითებს რნმ-ინტერფერენსის (რნმ-ი) გამოყენებით კიბოს წინაარმდეგ ბრძოლის სწრაფ და ეფექტურ ახალ გზაზე. იხილე დაწვრილებით

No comments:

Post a Comment