თქვენ შეგიძლიათ იხილოთ

ადამიანის გენომი
ზოგადი საკითხები
მეცნიერული მიღწევები გენეტიკაში
გენეტიკა და ეთიკა
გენომის კვლევების პროგნოზი 21-ე საუკუნეში

დნმ-ს სტრუქტურა

რას შეისწავლის გენეტიკა?

გენეტიკა — მეცნიერება ორგანიზმის ცვალებადობისა და მემკვიდრეობითობის შესახებ. ბიოლოგიურ სხვა დარგებთან შედარებით გენეტიკა ახლად ჩამოყალიბებული მეცნიერებაა. მისი ფუძემდებელია გამოჩენილი ჩეხი მკვლევარი გრეგორ მენდელი (გრეგორ მენდელის შესახებ იხილე ვიკიპედიაზე მეტი)

რა არის დნმ?

 
დნმ ანუ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა რთული ბუნებრივი ნაერთია, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედები შეიცავს. დნმ-ს ყოველი ცალკეული უბანი განსაზღვრულ გენს შეესაბამება. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ანუ მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემაში, გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია და ცილებთან ერთად ქრომოსომების ნივთიერებას ქმნის. ქრომოსომებში არსებული დნმ სრულ ინფორმაციას შეიცავს როგორც უჯრედის, ისე მისი შემდგომი თაობების განვითარების შესახებ.

Sunday, June 6, 2010

გენეტიკა და მედიცინა

.სამედიცინო გენეტიკას აქვს მთელი მეთოდებისა,რომელითაც შესაძლებელია განისაზღვროს გარემოსა და მემკვიდრულ ფაქტორთა თანაფარდობის როლი ნიშნის ჩამოყალიბებაში.

პროექტი "ადამიანის გენომი" (Human Genome Project - HGP) დაიწყო 1990 წლიდან და გათვლილი იყო 15 წელზე. მის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის, როგორც ბიოლოგიური არსების ბუნების ახსნა და ადამიანის მემკვიდრეობითობის სრული გაშიფვრა, რაც შესაძლებელს გახდიდა მოძებნილიყო გასაღები მრავალი დაავადების მკურნალობისათვის.

დღეისათვის პროექტის რეალიზაციაში მიღწეულია სერიოზული პროგრესი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გადადგმულია მხოლოდ პირველი ნაბიჯები.

მეტი სამედიცინო გენეტიკისა და პროექტ ,,ადამიანის გენომის" შესახებ

No comments: